Accessibility links

logo-print

დღეს დილიდან სპეცოპერატიულ დეპარტამენტში დაკითხვაზე


დღეს დილიდან სპეცოპერატიულ დეპარტამენტში დაკითხვაზე ჰყავდათ წყნეთის ყოფილი გამგებელი

დღეს დილიდან სპეცოპერატიულ დეპარტამენტში დაკითხვაზე ჰყავდათ წყნეთის ყოფილი გამგებელი
გოგა ოძელი, რომელიც ამჟამად ოპოზიციური “კონსერვატული პარტიის” კოორდინატორად მუშაობს. იუწყებიან, რომ ოძელი და წყნეთის ყოფილი ხუთი გამგებელი შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცოპერატიულ დეპარტამენტში დაკითხვაზე ე. წ. “კანონიერი ქურდის” შაქრო კალაშოვის საქმესთან დაკავშირებით დაიბარეს. კერძოდ, როგორც შსს სამინისტროში განმარტავენ, ის წყნეთის გამგებელი იყო იმ დროს, როდესაც ,,კალაშოვმა წყნეთის ნახევარზე მეტი მიწები კაპიკების ფასად შეიძინა.“ოჯახის წევრები და კოლეგები მის დაკავებას პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებენ. გოგა ოძელმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ე.წ. მოდულის შენობა დატოვა.
XS
SM
MD
LG