Accessibility links

დამასკოში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან


დამასკოში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან მძლავრი აფეთქება

დამასკოში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან მძლავრი აფეთქება
მოხდა, რომელსაც სირიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, გენერალმა ბასამ აბდელ მაჯიდმა ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა. “ეს იყო წმინდა წყლის ტერორისტული თავდასხმა, რომლის სამიზნეც შეერთებული შტატების საელჩო იყო. შეტევა მოაწყო ტერორისტულმა ჯგუფმა, რომლის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. გამოძიება გრძელდება. დაჭრილი თავდამსხმელი დაკავებულია. გამოძიება, შეძლებს, დეტალური ინფორმაციის მოპოვებასაც.” სირიის უსაფრთხოების ძალებმა სამი თავდამსხმელი ადგილზე გაანადგურეს. ისინი ტყვიამფრქვევებითა და ხელყუმბარებით იყვნენ შეიარაღებულნი და საელჩოში მანქანით შეჭრას ცდილობდნენ. სროლაში სირიის უშიშროების ძალების ერთი ოფიცერი დაიღუპა. ამერიკის საელჩოს თანამშრომლები შეტაკებისას არ დაზარალებულან.
XS
SM
MD
LG