Accessibility links

logo-print

მი-8 ტიპის რუსულმა სამხედრო ვერტმფრენმა


მი-8 ტიპის რუსულმა სამხედრო ვერტმფრენმა ვლადიკავკაზთან

მი-8 ტიპის რუსულმა სამხედრო ვერტმფრენმა ვლადიკავკაზთან
კატასტროფა განიცადა. დაიღუპა სულ მცირე 10 ადამიანი. დაღუპულებს შორის არიან გენერლები და უფროსი ოფიცრები. რუსული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, სულ ვერტმფრენის ბორტზე 15 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის იყო ეკიპაჟის სამი წევრი. მიმდინარეობს გვამების ამოცნობის პროცედურა. ვლადიკავკაზის სამხედრო ჰოსპიტალში ოთხი დაშავებულია მიყვანილი. ექიმების განცხადებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ვერტმფრენი გუშინ საღამოს, ჩამოვარდა. წინასწარი ინფორმაციით, ვერტმფრენის ჩამოვარდნა ცუდმა მეტეოროლოგიურმა პირობებმა განაპირობა. შემთხვევის ადგილას სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. აღძრულია სისხლის სამართლის საქმეც.
XS
SM
MD
LG