Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიაში მიმდინარეობს დამასკოში აშშ-ის საელჩოს


სირიაში მიმდინარეობს დამასკოში აშშ-ის საელჩოს აფეთქების მცდელობის გამოძიება.

სირიაში მიმდინარეობს დამასკოში აშშ-ის საელჩოს აფეთქების მცდელობის გამოძიება.
ამის შესახებ სირიის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს. გუშინ სამი მოიერიშე და სირიის უშიშროების სამსახურის ერთი მუშაკი დაიღუპნენ სროლისას, რომელიც მოჰყვა შეიარაღებული პირების მცდელობას, შეჭრილიყვნენ საელჩოს ტერიტორიაზე და აეფეთქებინათ დანაღმული ავტომანქანა. იერიშის მეოთხე მონაწილე წუხელ საავადმყოფოში გარდაიცვალა. აშშ-მა მადლობა გადაუხადა სირიის მთავრობას იერიშზე სწრაფი რეაგირებისთვის.
XS
SM
MD
LG