Accessibility links

რუსეთი 400-მდე სამხედრო მოსამსახურეს გააგზავნის


რუსეთი 400-მდე სამხედრო მოსამსახურეს გააგზავნის ლიბანში,

რუსეთი 400-მდე სამხედრო მოსამსახურეს გააგზავნის ლიბანში,
"ჰიზბოლაჰის" წინააღმდეგ ისრაელის ომის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტერის აღდგენაში დასახმარებლად. ამ საკითხზე დღეს თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა ისაუბრა: [ივანოვის ხმა] “გვინდა ჩვენი ბატალიონის ლიბანში გაგზავნა სექტემბრის ბოლოს, ან ოქტომბრის დასაწყისში. ეს იქნება შერეული ბატალიონი 350-400 კაცის შემადგენლობით. რასაკვირველია, მასში იქნებიან არა სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფნი, არამედ კონტრაქტით დაქირავებული სამხედრო მოსამსახურეები”. ივანოვის განმარტებით, რუსი სამხედროები გაეროს სამშვიდობო ძალებისაგან დამოუკიდებლად იმუშავებენ.
XS
SM
MD
LG