Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში დასრულდა ერაყის პრემიერ-მინისტრ ნური


ირანში დასრულდა ერაყის პრემიერ-მინისტრ ნური ალ-მალიკის 2-დღიანი ვიზიტი,

ირანში დასრულდა ერაყის პრემიერ-მინისტრ ნური ალ-მალიკის 2-დღიანი ვიზიტი,
რომლის დროსაც მას დახმარებას დაჰპირდნენ ბაღდადში უსაფრთხოების მხრივ ვითარების გაუმჯობესებაში. ამასთან, ერაყში პრემიერ-მინისტრთან დღევანდელი შეხვედრისას ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ გამოთქვა შეფასება, რომ ერაყში სტაბილიზაციას ხელს შეუწყობდა ერაყიდან მრავალეროვანი კოალიციის ჯარების გაყვანა. გუშინ კი ალ-მალიკი ირანის პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჟადს შეხვდა. აჰმადინეჟადმა პირობა დადო, რომ დაეხმარება ერაყს “ერთიანობისა და დამოუკიდებლობის” შენარჩუნებაში.
XS
SM
MD
LG