Accessibility links

logo-print

ერაყში დღეს განხორციელებულ თავდასხმებს სულ


ერაყში დღეს განხორციელებულ თავდასხმებს სულ ცოტა 20 ადამიანი შეეწირა.

ერაყში დღეს განხორციელებულ თავდასხმებს სულ ცოტა 20 ადამიანი შეეწირა.
აფეთქებები როგორც ბაღდადში, ისე სხვა ადგილებში მოხდა. ამავე დროს, ერაყის უსაფრთხოების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პოლიციამ უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში ბაღდადის სხვადასხვა უბანში 20 ნაწამებ და დაცხრილულ ცხედარს მიაგნო. პარალელურად, ერაყში დღეს ყოფილი დიქტატორის, სადამ ჰუსეინის სასამართლო პროცესი განახლდა. ჰუსეინს გენოციდის მოწყობის ბრალდებით ასამართლებენ. პროცესზე მოსამართლე აბდულა ალ-ამირმა განაცხადა, რომ ჰუსეინი დიქტატორი არ ყოფილა - ის გარემოცვამ წარმოაჩინა ასეთად. პროცესი 18 სექტემბერს განახლდება.
XS
SM
MD
LG