Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო


ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო შეერთებული შტატების მთავრობას პროტესტით მიმართავს.

ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო შეერთებული შტატების მთავრობას პროტესტით მიმართავს.
სააგენტო აცხადაბს, რომ ირანის ატომური პროგრამის შესახებ მცდარი ინფორმაცია გავრცელდა. საპროტესტო წერილით წარმომადგენელთა პალატას გაეროს ატომური უწყების ხელმძღვანელის, მუჰამედ ელ ბარადეის მთავარმა თანაშემწემ მიმართა. წერილში ნათქვამია, რომ შეერთებული შტატების ანგარიში, რომელიც ირანის ატომურ პროგრამას სტრატეგიულ საფრთხედ სახავს, ”მცდარ, შეცდომაში შემყვან და უსაფუძვლო ინფორმაციას” შეიცავს. წერილის თანახმად, შეერთებული შტატების ანგარიში ამბობს, რომ ირანი ურანს იარაღის საწარმოებლად საჭირო დონემდე ამდიდრებს. გაეროს ატომური უწყება აცხადებს, რომ ეს სინამდვილეს არ შეესაბამება.
XS
SM
MD
LG