Accessibility links

თურქმენეთის საპყრობილეში "რადიო თავისუფლების" თურქმენული


თურქმენეთის საპყრობილეში "რადიო თავისუფლების" თურქმენული სამსახურის კორესპონდენტი, ოღულსაფარ მურადოვა დაიღუპა.

თურქმენეთის საპყრობილეში "რადიო თავისუფლების" თურქმენული სამსახურის კორესპონდენტი, ოღულსაფარ მურადოვა დაიღუპა.
მისი ნათესავები დღეს ოფიციალურმა პირებმა მორგში ცხედრის ამოცნობის მიზნით დაიბარეს. მურადოვას სიკვდილის მიზეზი და ზუსტი დრო ჯერჯერობით უცნობია. ოფიციალური ვერსიით, ჟურნალისტი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა. ოჯახის წევრების თქმით, მურადოვას ყელის არეში დაზიანებები, და შუბლზე დიდი იარა ჰქონდა. 58 წლის ჟურნალისტი ივნისში, რამდენიმე უფლებადამცველთან ერთად დააკავეს და შემდეგ ასაფეთქებელი ნივთიერების უკანონოდ შენახვის ბრალდებით 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. დასავლეთის უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა ბრალდებას უსაფუძვლო უწოდეს, და სასამართლო პროცესი სამართლის პაროდიად გამოაცხადეს.
მურადოვას სიკვდილს უკვე მოჰყვა საერთაშორისო გამოხმაურება. შეერთებული შტატების მაუწყებლობის მმართველთა საბჭოს ხელმძღვანელი, კენეთ ტომლინსონი, და ეუთოში მედიის თავისუფლების პროგრამის წარმომადგენელი, მიკლოშ ჰარაშტი, ამ ფაქტს მწუხარებით შეხვდნენ. პარიზში განთავსებული ორგანიზაცია ”რეპორტიორები საზღვრებს გარეშე’ აცხადებს, რომ მურადოვას სიკვდილის გამო შოკირებულია. "რადიო თავისუფლების" პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ჯეფ ტრიმბლი, აცხადებს, რომ რადიო მურადოვას ხსოვნას თურქმენეთის მოქალაქეებისთვის სიმართლის თქმით გაგრძელებით სცემს პატივს.
XS
SM
MD
LG