Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვატიკანი აცხადებს, რომ რომის პაპი


ვატიკანი აცხადებს, რომ რომის პაპი, ბენედიქტე მეთექვსმეტე, გულწრფელად განიცდის,

ვატიკანი აცხადებს, რომ რომის პაპი, ბენედიქტე მეთექვსმეტე, გულწრფელად განიცდის,
რომ მისი სიტყვები მუსულმანებისთვის შეურაცხყმყოფელი აღმოჩნდა. სამშაბათს, გერმანიაში წარმოთქმულ სიტყვაში პაპმა ბიზანტიის იმპერატორის, მანუელ მეორე პალეოლოგოსის სიტყვები მოიყვანა - რომ მუჰამედს სამყაროსთვის ბოროტების გარდა არაფერი მოუტანია.
პაპის განცხადებას მწვავე რეაქცია მოჰყვა ისლამურ ქვეყნებში. პალესტინელებმა დასავლეთის სანაპიროზე და ღაზაში ხუთ ეკლესიაზე მიიტანეს იერიში. მათ ცეცხლსასროლი იარაღის, და ბოთლებში ჩასხმული ასაფეთქებელი ნივთიერების გამოყენებით შენობებს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს. არეულობის შედეგად არავინ დაშავებულა. თურქეთი ეჭვქვეშ აყენებს ნოემბერში დაგეგმილ პაპის ვიზიტს. ეს მუსულმანურ ქვეყანაში კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლის პირველი ვიზიტი უნდა იყოს. უკანასკნელი ცნობების თანახმად, ვატიკანში, პაპის რეზიდენციის წინ, უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები მოქმედებს.
XS
SM
MD
LG