Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში პატივი მიაგეს ექვსი წლის


უკრაინაში პატივი მიაგეს ექვსი წლის წინ დაღუპული ჟურნალისტის, გიორგი ღონღაძის ხსოვნას.

უკრაინაში პატივი მიაგეს ექვსი წლის წინ დაღუპული ჟურნალისტის, გიორგი ღონღაძის ხსოვნას.
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, იური ლუცენკომ, განაცხადა, რომ პროკურორებს ღონღაძის საქმის ჯეროვნად გამოძიებისთვის პოლიტიკური ნება არ ყოფნით. ლუცენკომ ეს განცხადება აქციაზე გააკეთა, რომელიც კიევის ახლოს მდებარე ტყეში გაიმართა, სადაც 2000 წელს ღონღაძის თავმოკვეთილი სხეული იპოვეს. აქციას დაახლოებით 1500 ადამიანი დაესწრო. ისინი აცხადებდნენ, რომ ღონღაძის გარდა, აქცია იმ 38 ჟურნალისტის ხსოვნის პატივსაცემად მოეწრო, რომლებიც ბოლო 14 წლის განმავლობაში დაიკარგნენ, ან მოკლეს. ღონღაძის მკვლელობის სასამართლო პროცესი ჯერ არ დასრულებულა. მკვლელობაში ბრალი მილიციის ოთხ ყოფილ ოფიცერს ედება. მათგან ერთი იძებნება. არ არის დადგენილი, ვინ გასცა მკვლელობის ბრძანება.
XS
SM
MD
LG