Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდავეთის სეპარატისტულ რეგიონში გაიმართა რეფერენდუმი


მოლდავეთის სეპარატისტულ რეგიონში გაიმართა რეფერენდუმი, რომელშიც, ადგილობრივი საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ელექტორატის 70 % მონაწილეობდა.

მოლდავეთის სეპარატისტულ რეგიონში გაიმართა რეფერენდუმი, რომელშიც, ადგილობრივი საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ელექტორატის 70 % მონაწილეობდა.
ამომრჩეველს პასუხი უნდა გაეცა შეკითხვაზე, ემხრობა თუ არა მოლდავეთიდან დნესტრისპირეთის გამოყოფას და, საბოლოოდ, რუსეთთან მიერთებას. დემოკრატიული ქვეყნები და წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციები არ ემხრობიან დნესტრისპირეთის სეპარატისტულ მისწრაფებას, არჩევნების ევროპელი მეთვალყურეები კი რეფერენდუმს უგულებელყოფენ დნესტრისპირეთის მმართველი რეჟიმის არადემოკრატიულობაზე მითითებით. იუწყებიან, რომ რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლები რეფერენდუმს "ხალხის ნების გამოხატულებად" მიიჩნევენ. რეფერენდუმის ოფიციალური შედეგები ორშაბათს დილიდან არის მოსალოდნელი.
XS
SM
MD
LG