Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთი ლიბანიდან ისრაელის ჯარების გაყვანა


სამხრეთი ლიბანიდან ისრაელის ჯარების გაყვანა შეიძლება უახლოეს დღეებში დასრულდეს.

სამხრეთი ლიბანიდან ისრაელის ჯარების გაყვანა შეიძლება უახლოეს დღეებში დასრულდეს.
პარლამენტის დეპუტატმა რან კოენმა დღეს გააკეთა განცხადება გენერალური შტაბის უფროს, დან ხალუცზე დაყრდნობით, რომ ჯარები ისრაელში დაბრუნდებიან ებრაული ახალი წლისთვის, ანუ პარასკევს საღამომდე. ისრაელის არმია ლიბანს ტოვებს საზავო შეთანხმების მიხედვით. მათ საერთაშორისო სამშვიდობო ძალები და ლიბანის არმიის ნაწილები ენაცვლებიან.

XS
SM
MD
LG