Accessibility links

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ფერენც ჯიურჩანიმ უკუაგდო


უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ფერენც ჯიურჩანიმ უკუაგდო ოპოზიციის მოწოდებები და თქვა,

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ფერენც ჯიურჩანიმ უკუაგდო ოპოზიციის მოწოდებები და თქვა,
რომ არ აპირებს გადადგომას. "მე მესმის კრიტიკა. მზად ვარ მის მისაღებად. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია სხვაობის დანახვა კრიტიკას - ერთ-ერთ უმთავრეს სამოქალაქო უფლებას - და ვანდალიზმს შორის, რომელიც დანაშაულია." ბუდაპეშტის ქუჩებში მთავრობის საწინააღმდეგო დემონსტრაციებში ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ასზე მეტი ადამიანი დაშავდა. გამოსვლები დაიწყო მას მერე, რაც გამოქვეყნდა ფირი, რომელზეც ჯიურჩანი ამბობს, რომ მოიტყუა უნგრეთის ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ, რათა აპრილში არჩევნებში გაემარჯვა. დღეს გამოსვლები აღარ გამართულა.

XS
SM
MD
LG