Accessibility links

logo-print

ბუდაპეშტში ზედიზედ მესამე ღამე შეიკრიბნენ


ბუდაპეშტში ზედიზედ მესამე ღამე შეიკრიბნენ დემონსტრანტები პრემიერ-მინისტრ ფერენც ჯიურჩანის გადადგომის მოთხოვნით.

ბუდაპეშტში ზედიზედ მესამე ღამე შეიკრიბნენ დემონსტრანტები პრემიერ-მინისტრ ფერენც ჯიურჩანის გადადგომის მოთხოვნით.
საპროტესტო გამოსვლები უნგრეთში ორშაბათს (18 სექტემბერს) დაიწყო მას შემდეგ, რაც გასული კვირის მიწურულს გავრცელდა ჩანაწერი, რომელზეც ისმის, როგორ აღიარებს ჯიურჩანი, რომ იტყუებოდა ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე საუბრისას. დღესვე პრემიერ-მინისტრმა პირობა დადო, რომ მკაცრ ზომებს მიიღებენ აგრესიული დემონსტრანტების წინააღმდეგ. პროტესტის პირველივე დღეს პოლიციისა და დემონტსრანტების დაპირისპირების შედეგად 150-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.
XS
SM
MD
LG