Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა პერსპექტივა აქვს ქართულ-ოსური კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას?


წამყვანი: ნინო გელაშვილი, თბილისი ერთი წელი სრულდება,

რაც საქართველოს მთავრობამ სამხრეთი ოსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ ინიციატივა წარმოადგინა. რა უშლის ხელს მის განხორციელებას? რატომ კლებულობს მოლაპარაკებების არსებული ფორმატის ეფექტიანობა? ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების შერეული საკონტროლო კომისიის სხდომების ჩატარებას ბოლო დროს სულ უფრო ხშირად ექმნება პრობლემა. მეორეს მხრივ, საქართველოს ხელისუფლება აქტიურად ცდილობს დაარწმუნოს საერთაშორისო საზოგადოებრიობა სეპარატისტთა დესტრუქციულობაში. ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება 12 ნოემბერს საპრეზიდენტო არჩევნებისა და რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს. როგორც ჩანს, კოკოითი სერიოზულად ემზადება ამ დღისთვის. იმდენად სერიოზულად, რომ დღეს, როცა სეპარატისტულ რეგიონში დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ, კოკოითი ცხინვალის ნაცვლად მოსკოვში იმყოფება. რა პერსპექტივა აქვს ქართულ-ოსური კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას, ან რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას სამშვიდობო პროცესის სტიმულირებისთვის? ამ თემაზე სასაუბროდ ნინო გელაშვილმა თბილისის სტუდიაში კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი და ლიახვის ხეობის მაჟორიტარი დეპუტატი გურამ ვახტანგაშვილი მიიწვია.

(იხ. აუდიოვერსია)

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG