Accessibility links

logo-print

უნგრეთის მთავრობის წევრებმა პოლიტიკური ოპოზიციის


უნგრეთის მთავრობის წევრებმა პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლებთან

უნგრეთის მთავრობის წევრებმა პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლებთან
შეხვედრა ითხოვეს იმ მიზნით, რომ
ბუდაპეშტში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებთან გამკლავების გზებზე ემსჯელათ. ოპოზიციამ მთავრობასთან შეხვედრაზე უარი განაცხადა. ამასთან, ძირითადი ოპოზიციური პარტია, ”ფიდესი”, აცხადებს, რომ 23 სექტემბერს დანიშნული პარტიული ყრილობა დაწყებული არეულობის გამო გადადო. საპროტესტო გამოსვლების მონაწილეები სოციალისტი პრემიერ-მინისტრის, ფერენც დიორჩანის გადადგომას მოითხოვენ. მღელვარება მას შემდეგ დაიწყო, რაც გავრცელდა აუდიოჩანაწერი, სადაც პრემიერ-მინისტრი აღიარებს, რომ არჩევნებში გამარჯვების მოპოვების მიზნით, მისი პარტია ამომრჩეველს ატყუებდა. წუხელ, გამოსვლების მესამე ღამეს, ბუდაპეშტის ქუჩებში დაახლოებით 10 ათასი ადამიანი გავიდა. დაშავებულია ათობით პირი - უმეტესობა პოლიციის მიერ გაშვებული ცრემლსადენი გაზის ზემოქმედების შედეგად. პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ გადადგომას არ აპირებს. სოციალისტური პარტია დიორჩანის მხარს უჭერს. მთავრობა აცხადებს, რომ ძალადობას და დესტრუქციულ ქცევას არ მოითმენს.
XS
SM
MD
LG