Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტაილანდში მომხდარი სამხედრო გადატრიალების ლიდერები


ტაილანდში მომხდარი სამხედრო გადატრიალების ლიდერები აცხადებენ,

ტაილანდში მომხდარი სამხედრო გადატრიალების ლიდერები აცხადებენ,
რომ პარლამენტის უმოქმედობის პირობებში საკანონმდებლო საქმიანობის უფლებამოსილება მათ ეკისრებათ. ამავე დროს, მათ პოლიტიკურ პარტიებს მიტინგების და დემონსტრაციების გამართვა აუკრძალეს. ამის შესახებ ოფიციალური განცხადება სახელმწიფო ტელევიზიით გავრცელდა. გადატრიალების ლიდერები მედიაზეც ამკაცრებენ ზეწოლას, და აცხადებენ, რომ გააკონტროლებენ ყველანაირ ინფორმაციას, რომელსაც კონსტიტუციურ მონარქიაზე გავლენის მოხდენა შეუძლია. ტაილანდში გადატრიალება მსხვერპლის გარეშე, პრემიერ მინისტრის, ტაქსინ შინავატრას ნიუ-იორკში ყოფნისას მოხდა. შინავატრა გაეროს გენერალურ ასამბლეაში იღებდა მონაწილეობას. დღეს იგი ლონდონში იმყოფება, და აცხადებს, რომ ”პოლიტიკისგან ისვენებს”, მაგრამ ახალი არჩევნების მალე ჩატარების იმედი აქვს.
XS
SM
MD
LG