Accessibility links

logo-print

თურქეთის სასამართლომ გაამართლა ცნობილი მწერალი


თურქეთის სასამართლომ გაამართლა ცნობილი მწერალი ქალი, ელიფ შაფაკი,

თურქეთის სასამართლომ გაამართლა ცნობილი მწერალი ქალი, ელიფ შაფაკი,
რომელსაც ”თურქობის” შეურაცხყოფისთვის ასამართლებდნენ. ამ პროცესს საერთაშორისო საზოგადოება იმის გასარკვევად ადევნებდა თვალს, თუ რამდენად იზღუდება თურქეთში გამოხატვის თავისუფლება. ელიფ შაფაკის რომანის, ”სტამბოლელი ნაბუშარის” გმირები ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა გაჟლეტაზე საუბრობენ, და ამას ”გენოციდს” უწოდებენ. თურქეთი იმ დროს ერთნახევარი მილიონი სომეხი ეროვნების პირის მიზანმიმართულად დახოცვას უარყოფს. ევროკავშირის წარმომადგენლები სასამართლოს გადაწყვეტილებას მიესალმნენ, თუმცა კვლავ შეშფოთებით ისაუბრეს თურქეთის სისხლის სამართლის კოდექსის შესახებ. სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, თურქეთის პრემიერ მინისტრმა, რეჯებ ერდოღანმა, განაცხადა, რომ ის მზად არის განიხილოს სისხლის სამართლის კოდექსიდან საკამათო მუხლის ამოღების საკითხი. ეს მუხლი - რომლის ნომერია 301 - ხშირად გამოყენება მწერლების და ჟურნალისტების წინააღმდეგ. ერდოღანმა ოპოზიციურ პარტიებს საკითხის ერთობლივად განხილვა შესთავაზა.
XS
SM
MD
LG