Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წამებასთან ბრძოლის სფეროში გაეროს მთავარი


წამებასთან ბრძოლის სფეროში გაეროს მთავარი წარმომადგენელი, მანფრედ ნოვაკი,

წამებასთან ბრძოლის სფეროში გაეროს მთავარი წარმომადგენელი, მანფრედ ნოვაკი,
აცხადებს, რომ შესაძლოა ერაყში წამება ახლა უფრო ხშირი იყოს, ვიდრე სადამ ჰუსეინის რეჟიმის დროს. ნოვაკის თქმით, წამების მსხვერპლ ადამიანებთან შეხვედრებმა იგი დაარწმუნა, რომ ერაყში წამება ”კონტროლს არ ექვემდებარება”. ნოვაკმა ეს განცხადებები ჟენევაში გააკეთა, სადაც მან გუანტანამოს ციხეში არსებულ პირობებზე ანგარიში უნდა წარადგინოს. ამავე დროს, ნოვაკი გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში წამების მხრივ არსებულ ვითარებას გააცნობს. ერაყში არსებულ სიტუაციაზე საუბრისას მანფრედ ნოვაკი აცხადებს, რომ პატიმრების მიმართ ჰუმანური მოპყრობის წესებს შეიარაღებული დაჯგუფებები, ტერორისტული ჯგუფები და სამთავრობიო ძალები მუდმივად უგულებელყოფენ. თავად ნოვაკი ოფიციალური ვიზიტით ერაყში არ ჩასულა - მისი თქმით, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, ამგვარი ვიზიტი უახლოეს მომავალში არ შედგება.
XS
SM
MD
LG