Accessibility links

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ


ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ ბუშმა თეთრ სახლში დღეს პაკისტანის პრეზიდენტი ფერვეზ მუშარაფი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ ბუშმა თეთრ სახლში დღეს პაკისტანის პრეზიდენტი ფერვეზ მუშარაფი
მიიღო და განაცხადა, რომ მას პირველად გაზეთებიდან შეიტყო პაკისტანის დაბომბის მუქარის შესახებ და განცვიფრებულია ამ ცნობით. “ამ განცხადებით მე თავზარდამცემული ვარ. ყველაფერი, რაც შემიძლია ამაზე გითხრათ ისაა, რომ 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა მითხრა, რომ პრეზიდენტ მუშარაფს ესმის სიტუაცია და სურს დაგვეხმარის მტრის განადგურებაში, რომელსაც ბრალი მიუძღვის სამი ათასი ჩვენი მოქალაქის სიკვდილში,” განცხადა პრეს-კონფერენციაზე თეთრ სახლში ამერიკსი პრეზიდენტმა. შეხვედრამდე პაკისტანის პრეზიდენტმა განცხადა, რომ შეერთებული შტატები 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ, დაბომბვით ქვის ხანაში დაბრუნებით დაემუქრა პაკისტანს, თუკი იგი არ დაეხმარებოდა მას ტერორიზმის წინააღმდეგ ომში. მუქარა, მუშარაფის თქმით, ამერიკის სახელმწიფო მდივანის მოადგილე რიჩრად არმიტეჯს ეკუთვნის, რომელიც ამ ბრალდებას უარჰყოფს.
XS
SM
MD
LG