Accessibility links

logo-print

გაზეთ ”ნიუ-იორკ ტაიმსში” გამოქვეყნებული ანგარიშის


გაზეთ ”ნიუ-იორკ ტაიმსში” გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად,

გაზეთ ”ნიუ-იორკ ტაიმსში” გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად,
შეერთებული შტატების სადაზვერვო სააგენტოებმა დაასკვნეს, რომ ერაყის ომმა რადიკალი ისლამისტების ახალი თაობის ფორმირება გამოიწვია, და გლობალური ტერორიზმის საფრთხე კიდევ უფრო გაზარდა. გაზეთის თანახმად, ამგვარი შეფასება გამოთქმულია 16 სახელმწიფო სააგენტოს მიერ შემუშავებულ ერთიან ანგარიშში, რომელიც საიდუმლო დოკუმენტის სტატუსს ატარებს. ”ნიუ-იორკ ტაიმსს” საკუთრივ დოკუმენტის ტექსტი არ მოყავს, მაგრამ აცხადებს, რომ ანგარიშში გამოთქმული შეფასება რამდენიმე ექსპერტთან და მთავრობის წარმომადგენელთან გადაამოწმა. გაზეთის თანახმად, სადაზვერვო სააგენტოთა დასკვნით, ერაყში რადიკალური ისლამისტური მოძრაობა ახლა ბევრად უფრო ფართოა, და”ალ-ყაიდის’” ქმედებებს სცილდება. ერაყში ახალი ტერორისტული უჯრედები გაჩნდა, რომლებიც დამოუკიდებლად მოქმედებენ, და ოსამა ბინ ლადენთან პირდაპირი კავშირი არ აქვთ. დოკუმენტი ერაყში რადიკალური ისლამისტური მოძრაობის გაფართოების მიზეზად შეერთებული შტატების ინიციატივით დაწყებულ ომს ასახელებს. სადაზვერვო ანგარიში აპრილში მომზადდა, და, გავრცელებული ცნობებით, ის 2003 წელს ერაყში ომის დაწყების შემდეგ ტერორიზმის წინააღმდეგ ომის შედეგების პირველ სისტემატურ ანალიზს წარმოადგენს.
XS
SM
MD
LG