Accessibility links

საკუთარ ''უაზის'' მარკის ავტომანქანაში დღეს


საკუთარ ''უაზის'' მარკის ავტომანქანაში დღეს ამ სოფლის მკვიდრი აფეთქდა.აფეთქების შედეგად

საკუთარ ''უაზის'' მარკის ავტომანქანაში დღეს ამ სოფლის მკვიდრი აფეთქდა.აფეთქების შედეგად
დაშავებულ ამავე სოფლის მკვიდრს, 38 წლის ხვიჩა ნიკორაშვილს სავარაუდოდ ოსურ სოფელ ფრისში არსებული პოზიციებიდან ესროლეს.დაუდასტურებელი ინფორმაციით, ნიკორაშვილი "უაზის" ტიპის ავტომანქანით ქართულ სოფელ ფრისის მიმართულებით გადაადგილდებოდა, როდესაც ყუმბარმტყორცნიდან ესროლეს.მანამდე კი ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ აფეთქება ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმზე მოხდა. შემთხვევის ადგილზე უკვე იმყოფებოდნენ ცხინვალში დისლოცირებული შერეული სამშვიდობო ძალების ქართული, რუსული და ოსური ბატალიონების დამკვირვებლები, თუმცა შემთხვევის ადგილი უკომენტაროდ დატოვეს.ამჟამად, ქართულ და ოსურ სოფელ ფრისს შორის ქართველი სამართალდამცველები დგანან. ისინი ჟურნალისტებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ, მიზეზად კი ჟურნალისტებისთვის უსაფრთხოების გარანტიების არ არსებობას ასახელებენ. ისინი ოსურ სოფელ ფრისიდან ჟურნალისტების მიმართულებით ცეცხლის გახსნასაც არ გამორიცხავენ.რაც შეეხება დაშავებულს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკული რჩება. გორის ცენტრალური საავადმყოფოს მთავარი ექიმის ნუკრი ჯოხაძის განცხადებით, პაციენტს მიღებული აქვს სხეულის დაახლოებით 70-80 პროცენტის დამწვრობა და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. დაშავებულს თბილისის დამწვრობის ცენტრში გადაიყვანენ.ხვიჩა ნიკორაშვილი პატარა ლიახვის ხეობაში, სოფელ ფრისთან, საკუთარ "უაზის" მარკის ავტომანქანაში დღეს საღამოს აფეთქდა. აფეთქების შედეგად ავტომანქანა მთლიანად დაიწვა. უმძიმეს მდგომარეობაშია თავად ხვიჩა ნიკორაშვილი, რომელიც გორის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
XS
SM
MD
LG