Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის კომისიამ დღეს ბულგარეთსა და


ევროპის კომისიამ დღეს ბულგარეთსა და რუმინეთს მწვანე შუქი მისცა ევროპის კავშირში გასაწევრიანებლად.

ევროპის კომისიამ დღეს ბულგარეთსა და რუმინეთს მწვანე შუქი მისცა ევროპის კავშირში გასაწევრიანებლად.
"ევროპის კომისიამ ეს ესაა დაამტკიცა დასკვნითი ანგარიში ბულგარეთისა და რუმინეთის მიღების შესახებ. ჩვენი დასკვნის თანახმად, ამ ორ ქვეყანას შეუძლია იტვირთოს ევროპის კავშირის წევრობის უფლებები და მოვალეობები 2007 წლის პირველი იანვრიდან," განაცხადა ევროკომისიის თავმჯდომარემ, მანუელ ბაროზუმ. მაგრამ ანგარიშში ამავე დროს ნათქვამია, რომ დაპირებული ეკონომიკური დახმარების მნიშვნელოვანი ნაწილი დამოკიდებული უნდა იყოს დარჩენილი რეფორმების დასრულებაზე. ეს რეფორმები შეეხება სასამართლოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე საკვების უსაფრთხოებასა და სახელმწიფო სუბსიდიებს.

XS
SM
MD
LG