Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელმა გაათავისუფლა პალესტინელთა ვიცე-პრემიერი ნასერ


ისრაელმა გაათავისუფლა პალესტინელთა ვიცე-პრემიერი ნასერ ალ-შაერი,

ისრაელმა გაათავისუფლა პალესტინელთა ვიცე-პრემიერი ნასერ ალ-შაერი,
რასაც წინ უსწრებდა სასამართლოს სათანადო გადაწყვეტილება. ალ-შაერი პალესტინელების მმართველ გასამხედროებულ მოძრაობა "ჰამასის" წევრია და განათლების მინისტრის პოსტიც უკავია. ის ისრაელის არმიამ რამალაჰში შეიპყრო 19 აგვისტოს. მაგრამ თელ-ავივის სასამართლოს გადაწყვეტილებით, პროკურატურას არ გააჩნდა საკმარისი სამხილი ექსტრემიზმში ალ-შაერის სამხელად. ამასობაში, ეგვიპტემ მოუწოდა "ჰამასს", გაათავისუფლოს ისრაელის ჯარსიკაცი, დაკავებულ სამი თვის წინ პალესტინელ პატიმრებში გასაცვლელად. დღესვე ისრაელის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა ებრაელ მოსახლეს, რომელმაც შარშან მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ატეხილი სროლისას 4 პალესტინელი მოკლა.
XS
SM
MD
LG