Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპარლამენტმა თურქეთი გააფრთხილა, რომ მასშტაბური


ევროპარლამენტმა თურქეთი გააფრთხილა, რომ მასშტაბური რეფორმები უნდა დააჩქაროს,

ევროპარლამენტმა თურქეთი გააფრთხილა, რომ მასშტაბური რეფორმები უნდა დააჩქაროს,
თუ სურს ევროკავშირში გაწევრიანება. ევროპარლამენტის წევრებმა მოიწონეს ანკარის მისამართით კრიტიკული ანგარიში იმ მიზეზით, რომ ანკარა, მათი შეფასებით, არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს - საქმე ეხება ვალდებულებებს, რომელთა შორის კანონის უზენაესობის უზრუნველყოფა არის. თურქეთზე ევროპარლამენტის ანგარიშში ნათქვამია ისიც, რომ “აუცილებელია” ანკარამ აღიაროს სომეხთა გენოციდი 1915-1918 წლებში. როგორც ანგარიშის ავტორმა, ჰოლანდიელმა პარლამენტარმა კამიელ ეურლინგსმა აღნიშნა, ანკარამ უნდა მოაგვაროს ერევანთან ურთიერთობა: [ეურლინგსის ხმა] “ოფიციალურად, სომეხთა გენოციდის აღიარება, არ არის კრიტერიუმი თურქეთის (ევროკავშირში) გასაწევრიანებლად. ეს მართალია, მაგრამ აუცილებელია ქვეყანამ, რომელიც გაწევრიანების გზაზე დგას, თვალი გაუსწოროს თავის წარსულს. ამიტომ პირდაპირ ვიტყვი: ჩვენ მოვუწოდებთ თურქეთს, სომხეთთან ერთად მოაგვაროს წარსულთან დაკავშირებული უთანხმოება”. თუ თურქეთმა წარმატებით დაასრულა ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკება, რომელიც გასულ წელს დაიწყო, ევროკავშირში გაწევრიანებამდე დასჭირდება ევროპარლამენტის დასტურიც. ნოემბერში ევროკომისია გამოუშვებს თავის ანგარიშს თურქეთზე.
XS
SM
MD
LG