Accessibility links

logo-print

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა დააკავა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა დააკავა
საქართველოში მოქმედი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ოთხი ოფიცერი და მათი მოკავშირე საქართველოს ათზე მეტი მოქალაქე. თბილისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გამოსვლისას, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ განხორციელდა "ძალიან სერიოზული და საშიში ჯგუფის გაუვნებელყოფა". მინისტრის თქმით, ამ ჯგუფის საქმიანობას შესაბამისი სამსახურები რამდენიმე თვის მანძილზე ადევნებდნენ თვალყურს: [ვანო მერაბიშვილის ხმა] "მათი მთავარი ინტერესის ობიექტები იყო საქართველოს თავდაცვითუნარიანობა, საქართველოს ნატოსთან ინტეგრაციის პროგრამები და სამომავლო გეგმები, საქართველოს ენერგოუსაფრთხოება, ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები, თავდაცვის სამინისტროს ცალკეული დანაყოფები, პირადი შემადგენლობა, შეიარაღება, სამხედრო შესყიდვები, საზღვაო პორტები, სარკინიგზო კომუნიკაციები და მათი ტვირთბრუნვა, კონფლიქტის ზონაში განთავსებული საჯარისო ფორმირებები." რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ელჩს ირაკლი ჩუბინიშვილს გადასცა საპროტესტო ნოტა, რომელშიც კატეგორიულად მოითხოვა დაკავებულთა გათავისუფლება.
XS
SM
MD
LG