Accessibility links

logo-print

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 28


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 28 სექტემბრიდან იმ მტკიცებულებების

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 28 სექტემბრიდან იმ მტკიცებულებების
ნაწილის გავრცელება დაიწყო, რომლებიც საქართველოში “გრუ”-ს აგენტურული ქსელის საქმიანობას ადასტურებს. საქართველოში ჯაშუშური ქსელისა და მისი მონაწილეების დაკავებას, რუსეთის ოფიციალური ხელისუფლების მხრიდან მკაცრი შეფასებები მოჰყვა. რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა საქართველოს ხელისუფლება განუკითხაობაში დაადანაშაულა და ადეკვატური ზომებით დაიმუქრა. “საქართველოს ხელისუფლების მთელი მოქმედება შეიძლება დახასიათდეს, როგორც სრული განუკითხაობა. ჩვენ, რა თქმა უნდა, სრული კატეგორიულობით მოვითხოვთ ყველა ოფიცრის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. რუსეთის ხელისუფლების საპასუხო მოქმედება იქნება ადექვატური და ზომიერი,”-განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა. რუსეთმა 28 სექტემბრიდან გაურკვეველი ვადით გააუქმა ვიზების გაცემა საქართველოს მოქალქეებისათვის. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავისი ელჩი საქართველოში ვიაჩესლავ კოვალენკო მოსკოვში კონსულტაციებისთვის გაიწვია. “საქართველოში არსებულ რუსულ დაწესებულებათა თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრთა უსაფრთხოების მიზნით, გადაწყვეტილია ქვეყნიდან მათი ნაწილობრივი ევაკუაცია დაიწყოს ”, - ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.
XS
SM
MD
LG