Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სლოვენიაში გაიმართა ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა


სლოვენიაში გაიმართა ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა თავდაცვის მინისტრების დონეზე. ნატოს გენერალურმა

სლოვენიაში გაიმართა ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა თავდაცვის მინისტრების დონეზე. ნატოს გენერალურმა
მდივანმა იააპ დე ჰოოპ სხეფერმა სხდომის შემდეგ მოუწოდა რუსეთსა და საქართველოს მაქსიმალური თავშეკავებისა და ვითარების განმუხტვის მცდელობისკენ. სხეფერმა თქვა, რომ ნატო არ აპირებს პირდაპირ ამ დაპირისპირებაში ჩარევას. (სხეფერის ხმა) "ჩემი მხრივ, მოვუწოდე მხარეებს ზომიერებისა და ვითარების განმუხტვისკენ; და ეს ეხება ყველა მხარეს - საქართველოს ზუსტად ისევე, როგორც ჩვენს რუს მეგობრებს. ზოგადად, ორივე მხარის მიმართ გამოთქმული ჩემი მოწოდებაა, იზრუნონ შექმნილი ვითარების განელებასა და განმუხტვაზე."
რუსეთის თადაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა ნატოს მხრიდან საქართველოსთვის იარაღის მიწოდების საკითხი აღძრა. მან თქვა, რომ საქართველოს საბჭოთა წარმოების იარაღით ამარაგებს ნატოს ზოგიერთი ახალი წევრი, რომელიც საბჭოთა კავშირისგან ტექნიკა იმ პირობით მიიღო, რომ მხოლოდ თვითონ მოეხმარა.
რუსეთმა გაეროს უშიშროების საბჭოს სთხოვა: განიხილონ საქართველოში მისი წარმომადგენლების დაკავების საკითხი, რასაც სახიფათო და მიუღებელი უწოდა.


XS
SM
MD
LG