Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს თბილისში საშუამავლო მისიის შესასრულებლად


დღეს თბილისში საშუამავლო მისიის შესასრულებლად ჩავიდა ეუთოს მორიგე თავმჯომარე ქვეყნის,

დღეს თბილისში საშუამავლო მისიის შესასრულებლად ჩავიდა ეუთოს მორიგე თავმჯომარე ქვეყნის,
ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი კარელ დე გუხტი. დე გუხტს, ოთხი რუსი ოფიცერი დღეს გადაეცა. გადაცემის დროს იქ იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი. ეუთოსთვის გადაცემამდე დაკავებულ პირებს გამოუცხადეს, რომ მათ ბრალად ედებათ ჯაშუშობა და საქართველოდან გაძევებულ იქნებიან. დღესვე რუსეთის ეს მოქალაქეები მოსკოვში ჩავიდნენ.
მანამდე საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და ეუთოს მორიგე თავმჯდომარის ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტქტმა დე გუხტმა ბრიფინგი გამართეს. მასზე სააკაშვილმა განაცხადა, რომ ოფიცრების ეუთოსთვის გადაცემა არ ნიშნავს, რომ საქართველო რუსეთის ზეწოლას დაემორჩილა. მისი თქმით, ეს დემოკორატი მეგობრების და მოკავშირეების მიმართ კეთილი ნების ჟესტი იყო.
XS
SM
MD
LG