Accessibility links

logo-print

შეერთებული შტატები რუსეთსა და საქართველოს


შეერთებული შტატები რუსეთსა და საქართველოს მოუწოდებს, უარი თქვან "რიტორიკაზე" და შეუდგნენ კონსტრუქციულ დიალოგს.

შეერთებული შტატები რუსეთსა და საქართველოს მოუწოდებს, უარი თქვან "რიტორიკაზე" და შეუდგნენ კონსტრუქციულ დიალოგს.
ორშაბათს ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის მოადგილე, ტომ კეისი მიესალმა საქართველოს მიერ რუსეთისთვის დაკავებული ოფიცრების გადაცემას. ამასთან, მან თქვა: "ცხადია, კიდევ ერთხელ გამოვუხატავთ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში. და, როგორც ყოველთვის, კვლავაც გამოვთქვამთ მოწოდებას აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების შესახებ."

XS
SM
MD
LG