Accessibility links

logo-print

“საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაიგოს, რომ


“საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაიგოს, რომ არ შეიძლება რუსეთისთვის შეურაცხყოფის მიყენება მაშინ,

“საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაიგოს, რომ არ შეიძლება რუსეთისთვის შეურაცხყოფის მიყენება მაშინ,
როდესაც აქ ათასობით ქართველი მოქალაქე მუშაობს და საკუთარ ოჯახს არჩენს.” – განუცხადა სამშაბათს ჟურნალისტებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა. მისივე განცხადებით, "რუსეთი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ კანონმორჩილი მოქალაქეები არ დაზარალდნენ, თუმცა არ შეიძლება შეგუება არალეგალურ ფულად გადარიცხვებთან. ლავროვის მტკიცებით, პოლიტიკური რეჟიმი საქართველოში სწორედ არალეგალური გადარიცხვებით სარგებლობს და ცდილობს იმ “მიზნების მიღწევას, რომელთაც არაფერი აქვთ საერთო ქართველი ხალხის ინტერესებთან”. რუსეთის ფედერაციის ტრანსპორტის სამინისტრომ 2 ოქტომბერს გაავრცელა განცხადება იმის შესახებ, რომ საქართველოსთან სატრანსპორტო კავშირს წყვეტდა. რუსეთსა და საქართველოს შორის შეწყდა საფოსტო კავშირიც.
XS
SM
MD
LG