Accessibility links

logo-print

რუსეთის სახელმწიფო დუმამ საგაგნებო განცხადება


რუსეთის სახელმწიფო დუმამ საგაგნებო განცხადება მიიღო საქართველოსთან დაკავშირებით.

რუსეთის სახელმწიფო დუმამ საგაგნებო განცხადება მიიღო საქართველოსთან დაკავშირებით.
დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს საქართველოს წინააღმდეგ სანქციებს, რომლებშიც შედის მასთან სატრანსპორტო და საფოსტო კავშირის შეჩერება. პარლამენტარებმა, რომელთაც საქართველოს ხელისუფლების ქმედება "სახელმწიფო ტერორიზმად" დაახასიათეს, მხარი დაუჭირეს კიდევ უფრო მკაცრ ზომებს კონფლიქტის უფრო გამწვავების შემთხვევაში. "შევთანხმდით, რომ შესწორებები შეტანილ იქნება კანონში, რომელიც უზრუნველყოფს რუსეთის ეროვნულ უშიშროებას. პრეზიდენტს ენიჭება უფლება, შემოიღოს გარკვეული შეზღუდვები იმ ქვეყნებისა და ტერიტორიების მიმართ, რომლებიც ხიფათს უქმნიან რუსეთის ეროვნულ უშიშროებას," განაცხადა სახელმწიფო დუმის თავმჯდომარემ, ბორის გრიზლოვმა.
მოსკოვში მიმდინარეობს იმ შენობების შემოწმება, რომლებიც ქართველებს ეკუთვნის. დღეს დაიხურა ერთ-ერთი უდიდესი სამორინე - "გოლდენ-პალასი". გუშინ შეწყდა კიდევ ერთი სამორინეს, "კრისტალის" საქმიანობა. დაიხურა რამდენიმე ქართული რესტორანი და კაფე.

XS
SM
MD
LG