Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა დარღვევების ფონზე ჩაივლის 5 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნები


5 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების წინა პერიოდში როგორც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, ასევე სადამკვირვებლო ორგანიზაციები უამრავ

საკანონმდებლო თუ ადმინისტრაციულ დარღვევაზე საუბრობდნენ. მათი ნაწილი დაძლეული იქნა, ნაწილი კი კვლავ პრობლემად რჩება. მათ ფონზე ჩაივლის ადგილობრივი ორგანოების არჩევნები, რადგან პრობლემების დასაძლევად დრო აღარ რჩება. რა სახისაა ეს პრობლემები და შესაძლებელია თუ არა მათი გადაჭრის გარეშე კენჭისყრის დემოკრატიულად ჩატარება?

წინასაარჩევნო პრობლემების მეტნაკლებად ობიექტურად შესაფასებლად გთავაზობთ რამდენიმე სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენელთა მოსაზრებებს და კომენტარებს. თავდაპირველად, საარჩევნო სიებთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ, რაც საქართველოში არჩევნების ერთგვარ უკურნებელ სენადაა ქცეული. გამონაკლისი, ამ მხრივ, არც 5 ოქტომბრის არჩევნები იქნება.

[კოკი იონათამიშვილის ხმა] ”ძალიან მოკლე დრო გვეყო, რამდენიმე საათი, რომ მე და ჩემს მეგობრებს აღმოგვეჩინა...”

ეს არის კოკი იონათამიშვილი, სადამკვირვებლო ორგანიზაცია ”ახალი თაობა -ახალი ინიციატივის” თავმჯდომარე. მისი აზრით, საარჩევნო სიების უზუსტობები, ძირითადად, იმ კომპიუტერული პროგრამის ხარვეზია, რომელიც ამომრჩევლების მონაცემთა ბაზის კომპიუტერიზაციისთვის შეიქმნა.

სიებთან დაკავშირებულ არაკომპიუტერულ პრობლემებზე საუბრობს კიდევ ერთი სადამკვირვებლო ორგანიზაციის, ”სამართლიანი არჩევნების”, ლიდერი თამარ ჟვანია:

[თამარ ჟვანიას ხმა] ”ჩვენმა საარჩევნო ადმინისტრაციამ...”

თამარ ჟვანია საუბრობს სიების გადამოწმებისას აღმოჩენილ დარღვევებზეც, რაც, ძირითადად, იმით უნდა იყოს გამოწვეული, რომ კარდაკარ ჩამოვლისას სათანადოდ არ ჩატარებულა ამომრჩეველთა შემოწმება.

კოკი იონათამიშვილის ორგანიზაციამ კი 100 ათასი ამომრჩევლის სიის გადამოწმებისას დადებითი ტენდენციებიც აღმოაჩინა:

[კოკი იონათამიშვილის ხმა] ”დადებითი არის ის, რომ...”

საარჩევნო სიების მდგომარეობის გარდა, ”ახალი თაობა - ახალი ინიციატივა” წინასაარჩევნო კამპანიის ადმინისტრაციულ და საკანონმდებლო სფეროსაც აკვირდებოდა და სულ 1500-მდე შენიშვნა მიაწოდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

[კოკი იონათამიშვილის ხმა] ”მიუხედავად იმ საკანონმდებლო ხარვეზებისა...”

თამარ ჟვანიას კომენტარი:

[თამარ ჟვანიას ხმა] ”კანონდარღვევებზე...”

ორივე სადამკვირვებლო ორგანიზაცია, კიდევ 6 არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად, 5 ოქტომბრის არჩევნების მონიტორინგს განახორციელებს. ჩატარდება ხმების პარალელური დათვლა და არჩევნების არაოფიციალური შედეგები კენჭისყრის დამთავრებიდან რამდენიმე საათში გახდება ცნობილი.
XS
SM
MD
LG