Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები


საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები ჩატარდა. ”ბიზნეს კონსალტინგ ჯგუფისა” და სოციალური კვლევის ინსტიტუტის

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები ჩატარდა. ”ბიზნეს კონსალტინგ ჯგუფისა” და სოციალური კვლევის ინსტიტუტის
ეგზიტ პოლის საბოლოო შედეგების მიხედვით, თბილისის მასშტაბით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია ”ნაციონალური მოძრაობა” ლიდერობს. მას ამომრჩეველთა 56,7% პროცენტმა მისცა ხმა. შემდეგი ადგილები გაინაწილეს საარჩევნო ბლოკმა ”დავითაშვილი, ხიდაშელი, ბერძენიშვილი”, რომლმაც ხმების 8,3% დააგროვა, ლეიბორისტულმა პარტიამ -5,4 პროცენტით, და მოძრაობამ ”თოფაძე, მრეწველები”, რომელსაც ამომრჩეველთა ხმების 4,4% ერგო. საარჩევნო ბარიერი ვერ გადალახეს პოლიტიკურმა პარტიამ ”საქართველოს გზა”, რომელსაც ხმების 2,0% ერგო, და საქართველოს ეროვნულ-იდეოლოგიურმა პარტიამ, რომელმაც ხმათა მხოლოდ 0,1% მოაგროვა. წინასწარი მონაცემებით, თბილისში ამომრჩეველთა აქტივობა 33,68 პროცენტს გაუტოლდა.
XS
SM
MD
LG