Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა ქართველი იმიგრანტების მიმართ აკრძალვები


რუსეთმა ქართველი იმიგრანტების მიმართ აკრძალვები დააწესა. იმიგრაციის ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელის,

რუსეთმა ქართველი იმიგრანტების მიმართ აკრძალვები დააწესა. იმიგრაციის ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელის,
მიხეილ ტიურკინის თქმით, გადაწყდა, რომ რუსეთი აუქმებს კვოტებს, რომლებიც ქართველებს რუსეთში ბინადრობის მოწმობის, და მუშაობის უფლების მიღებას უადვილებდა.
[ტიურკინის ხმა]: ”დღესდღეისობით კვოტების ორი სახეობა მოქმედებს. მოკლედ რომ გითხრათ, ეს არის რუსეთში ცხოვრების, და მუშაობის კვოტა. ორივე სახეობას რუსეთის ფედერაციის მთავრობა ადგენს, ქვეყნის რეგიონებიდან მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით. ჩვენ მართლაც გავაანალიზეთ რეგიონებში შექმნილი სიტუაცია, და დღეს რუსეთის ფედერაციას საქართველოს მოქალაქეები არც ცხოვრებისთვის, და არც მუშაობისთვის სჭირდება”. ამასთან, მიხეილ ტიურკინი აცხადებს, რომ ქართველებისთვის გამოყოფილი მრავალჯერადი, გრძელვადიანი ვიზები 180-დან 90 დღემდე შემცირდება.
XS
SM
MD
LG