Accessibility links

logo-print

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ადგილობრივი


ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ადგილობრივი თვითმმართველობის

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ადგილობრივი თვითმმართველობის
არჩევნებში თბილისის მასშტაბით მმართველმა პარტიამ ხმების 66,42% მიიღო, რომელსაც ხმების 12,0%–ით მოსდევს საარჩევნო ბლოკი ,,დავითაშვილი, ხიდაშელი, ბერძენიშვილი”. 4%–იანი საარჩევნო ბარიერი გადალახეს ასევე ლეიბორისტული პარტიამ - 10,675% და მრეწველებმა - 6.0964%. ცესკო–ს ცნობით, თბილისში ამომრჩეველთა 34,6%–იანი აქტივობა დაფიქსირდა. წინასწარი ოფიციალური მონაცემების მიხედვით, მმართველი პარტია 37 ადგილიან საკრებულოში 25–ვე მაჟორიტარულ მანდატს მოიპოვებს.
დარჩენილი 12 ადგილი კი პროპორციულად გადანაწილდება. პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი პარტიის წევრებს გამარჯვება 5 ოქტომბრის ღამეს, ეგზიტპოლების პირველივე შედეგების გამოქვეყნების შემდეგ მიულოცა. ოპოზიციის წარმომადგენლები კი მრავალრიცხოვან საარჩევნო დარღვევებზე და ხელისუფლების მხრიდან ზეწოლაზე საუბრობენ.
XS
SM
MD
LG