Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს შესულდა ხუთი წელი მას


დღეს შესულდა ხუთი წელი მას შემდეგ, რაც 11 სექტემბრის ტერაქტის პასუხად, შეერთებულმა

დღეს შესულდა ხუთი წელი მას შემდეგ, რაც 11 სექტემბრის ტერაქტის პასუხად, შეერთებულმა
შტატებმა წამოიწყო სამხედრო ოპერაცია ავღანეთში. ოპერაციის დაწყება, რომელიც ისტორიაში “უდრეკი თავისუფლების” სახელით შევიდა, მსოფლიოს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ამცნო. “ ჩემი ბრძანებით, შეერთებული შტატების სამხედროებმა წამოიწყეს იერიში ალ-ყაიდასა და თალიბთა რეჟიმის ტერორისტული საწვრთნელ ბანაკებსაა და სამხედრო ბაზებზე. კარგად დაგეგმილი ქმედებები მიზნად ისახავს, ტერორისტული ბაზებისაგან ავღანეთის გაწმენდას და თალიბთა რეჟიმის სამხედრო ძალის განადგურებას,” – განაცხადა 5 წლსი წინ ბუშმა. 2001 წლის 7 დეკემბერს თალიბთა რეჟიმი დაემხო. მაგრამ ავღანეთის ტერიტორიაზე გრძელდება პარტიზანული ომი, რომლის წინააღმდეგ მოქმედი საერთაშორისო კოალიციის ხელმძღვანელობა, 5 ოქტომბერს, ნატოს სარდლობას დაეკისრა.
XS
SM
MD
LG