Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორია 5 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების წინასწარი შედეგები


არჩევნების დასრულებიდან მეორე დღეს, 6 ოქტომბერს, როგორც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, ასევე სამეთვალყურეო ორგანიზაციებმა კენჭისყრის წინასწარი

შედეგების გამოქვეყნება დაიწყეს. ოფიციალურ თუ დამოუკიდებელ მონაცემებს შორის სხვაობა უმნიშვნელოა, ყველა ისინი საქართველოს ადგილობრივი ორგანოების არჩევნებში მმართველი პოლიტიკური პარტიის, ”ნაციონალური მოძრაობის”, გამარჯვებაზე მეტყველებენ. მინდა ეგზიტპოლის, პარალელური დათვლისა და ოფიციალური წინასწარი მონაცემების თაობაზე გესაუბროთ.

თავდაპირველად ეგზიტპოლებისა და პარალელური დათვლის შედეგების შესახებ.

საარჩევო უბნიდან გამოსული ამომრჩევლის გამოკითხვას ორგანიზაციები “ბი-სი-აი” და “აი-სი-არი” აწარმოებდნენ. მათი მონიტორების მიერ 283 საარჩევნო უბანზე ჩატარებული კვლევის შედეგად გაირკვა, რომ მმართველ პოლიტიკურ ძალას, ”ნაციონალურ მოძრაობას”, ხმა მისცა 57 პროცენტმა. მეორე ადგილზეა დავითაშვილი-ხიდაშელი-ბერძენიშვილის ბლოკი, 8,3 პროცენტით. ლეიბორისტებმა 5,4 პროცენტი მიიღეს, ხოლო გოგი თოფაძებ - 4,4.

ეგზიტპოლების ასეთი შედეგებით უკმაყოფილო დარჩნენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები. ისინი ფიქრობენ, რომ გაცილებით მეტი ხმები მიიღეს. მოვუსმინოთ ზურაბ ტყემალაძის, გოგი თოფაძის თანამებრძოლის, განცხადებას:

[ზურაბ ტყემალაძის ხმა] ”ამ შედეგებით შეიძლება ვერც ერთი კაცი ვერ მოხვდეს...”

ოპოზიციური პარტიებისთვის უფრო დამაიმედებლად გამოიყურება ხმების პარალელური დათვლის შედეგები.
სამეთვალყურეო ორგანიზაცია ”ახალი თაობა - ახალი ინიციატივის” მიერ თბილისში ჩატარებული პარალელური დათვლის მიხედვით, ადგილობრივი ორგანოების მანდატების მოპოვება სამმა ოპოზიციურმა პარტიამ შეძლო. ამ ორგანიზაციის ლიდერს კოკი იონათამიშვილს მოვუსმინოთ:

[კოკი იონათამიშვილის ხმა] ”ამ მონაცემებით, ათივე ოლქში გაიმარჯვა ნაციონალურმა მოძრაობამ. ეს ნიშნავს, რომ მათ 25 მანდატი მიიღეს. დანარჩენ 12 მანდატს რაც შეეხება, მანდატები უნდა მიიღოს ლეიბორისტულმა პარტიამ, თოფაძემ და დავითაშვილი- ხიდაშელი- ბერძენიშვილის ბლოკმა.”

უფრო კონკრეტულად კი, ნაციონალურმა მოძრაობამ ხმების თითქმის 67 პროცენტი მიიღო. ბლოკმა “დავითაშვილი-ხიდაშელი-ბერძენიშვილი” 12 პროცენტი მოაგროვა, ლეიბორისტულმა პარტიამ - თითქმის 11 პროცენტი, ხოლო გოგი თოფაძის ორგანიზაციამ ხმების 6 პროცენტი მიიღო.

ხმების პარალელურ დათვლას ახორციელებდა სამეთვალყურეო ორგანიზაცია ”სამართლიანი არჩევნებიც”. მისი შედეგებიც, ჩემ მიერ ჩამოთვლილი მონაცემების იდენტურია. ოდნავ განსხვავდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემები. სხვაობა მხოლოდ მეათედ პროცენტებშია. ეს მონაცემები შეიძლება დაახლოებით 1 პროცენტით შეიცვალოს მას შემდეგ, რაც პრობლემატური უბნების საკითხები გადაწყდება. ასეთი კი რამდენიმეა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გურამ ჩალაგაშვილის კომენტარი:

[ჩალაგაშვილის ხმა] ”აბაშის სარჩევნო ოლქში...”

არჩევნები ხელახლა შეიძლება ჩატარდეს კიდევ 4 საარჩევნო ოლქში იქ მომხდარი დარღვევების გამო. ესენია: მარნეული, ხობი, ბოლნისი და გლდანი. მათ შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისია გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებს.

[ჩალაგაშვილის ხმა
XS
SM
MD
LG