Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში, საკუთარი საცხოვრებელი სახლის ლიფტში


მოსკოვში, საკუთარი საცხოვრებელი სახლის ლიფტში,

მოსკოვში, საკუთარი საცხოვრებელი სახლის ლიფტში,
მოკლეს ცნობილი რუსი ჟურნალისტი, ანა პოლიტკოვსკაია. პოლიციის ინფორმაციით, პოლიტკოვსკაიას გვამი მეზობელმა აღმოაჩინა. არის ცნობა, რომ ლიფტიდან ცეცხლსასროლი იარაღი და ტყვიის ოთხი ვაზნაა ამოღებული. მოსკოვის პროკურატურაში აღიძრა საქმე. რამდენიმე პრესტიჟული პრემიის მფლობელი ჟურნალისტი, ანა პოლიტკოვსკაია,”ნოვაია გაზეტაში” მუშაობდა. ეს გამოცემა კრემლის პოლიტიკის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებით არის ცნობილი. პოლიტკოვსკაიამ სახელი ჩეჩნეთში რუსეთის მთავრობის მიერ წარმოებული სამხედრო კამპანიის კრიტიკული და სიღრმისეული გაშუქებით გაითქვა. მას ამ თემაზე რამდენიმე წიგნიც აქვს დაწერილი. გასულ კვირაში მან რადიო თავისუფლების რუსულ სამსახურს თავის ამჟამინდელ სამუშაოზე მოუთხრო: [პოლიტკოვსკაიას ხმა]: ”ამ წუთას ჩემს სამუშაო მაგიდაზე ორი ფოტო დევს. მე კადიროვის ციხეებში დღეს და გუშინ განხორციელებულ წამებას ვიძიებ. ეს ადამიანები კადიროვის ხალხმა სრულიად გაუგებარი მიზეზებით გაიტაცა, და დახოცა”. 2002 წელს, მოსკოვის თეატრში ჩეჩენი მეამბოხეების მიერ მძევალთა აყვანისას, იგი მოლაპარაკებაში შუამავლის ფუნქციას ასრულებდა. 2004 წელს მან ბესლანის მოვლენების გაშუქება ვერ შესძლო, ვინაიდან მოსკოვიდან სამხრეთ რუსეთში მიმავალ თვითმფრინავში მჯდომმა ჩაი დალია, და მოწამვლის სიპტომებით მძიმედ გახდა ავად. პოლიტკოვსკაია რამდენჯერმე იყო დაკავებული, და ხშირად ამბობდა, რომ მას ემუქრებოდნენ.
XS
SM
MD
LG