Accessibility links

logo-print

ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში ათასობით მოზარდმა


ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში ათასობით მოზარდმა მიიღო

ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში ათასობით მოზარდმა მიიღო
მონაწილეობა მსვლელობაში, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის 54 წლის იუბილეს მიეძღვნა. მოზარდებს პუტინის გამოსახულებიანი მაისურები ეცვათ, და ხელში რუსეთის ფედერაციის დროშები ეჭირათ. აქტივისტებმა აღმართეს პლაკატები წარწერით
”ჯანმრთელობა, ბედნიერება, და წარმატება პუტინს”, და სკანდირებდნენ ”გილოცავთ”. ზუსტად დადგმული აქცია ჩეჩნეთის პრო-მოსკოვური მთავრობის მიერ იყო ორგანიზებული. ბევრი სტუდენტი აცხადებდა, რომ აქციაზე იძულებით მიიყვანეს. დღესვე, რუსეთის ძალებმა ჩეჩნეთში სამი მეამბოხე მოკლეს. ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება, რომ ოპერაცია ჩეჩნეთის სამხრეთში განხორციელდა. მეამბოხეებმა ჩაბარებაზე უარი განაცხადეს, და რუსეთის ჯარმა ისინი ამის შემდეგ დახოცა.
XS
SM
MD
LG