Accessibility links

მოსკოვში გაიმართა საქართველოს მხარდამჭერი მიტინგი


მოსკოვში გაიმართა საქართველოს მხარდამჭერი მიტინგი,

მოსკოვში გაიმართა საქართველოს მხარდამჭერი მიტინგი,
რომლის მონაწილეებსაც ეკეთათ შვიდქიმიანი ვარსკვლავი წარწერით "მე ქართველი ვარ". მიტინგის მონაწილეები პროტესტს გამოთქვამდნენ რუსეთში ქართველების დევნა-შევიწროვების გამო. [ჩანაწერი: მიტინგის მონაწილეთა შეძახილები: "საქართველო, ჩვენ შენთან ვართ"] მოსკოვში გამართული პროქართული აქციის მონაწილეებმა (როგორც იუწყებიან, ასობით ადამიანმა, მათ შორის კულტურის მოღვაწეებმა და რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წარმომადგენლებმა), მოითხოვეს ადამიანების ეროვნული ნიშნით დევნის შეწყვეტა, აგრეთვე ჟურნალისტ ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობის გახსნა და მკვლელების დასჯა.
XS
SM
MD
LG