Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში მოკლული ცნობილი ჟურნალისტი ანა


მოსკოვში მოკლული ცნობილი ჟურნალისტი ანა პოლიტკოვსკაია მუშაობდა სტატიაზე ჩეჩნეთში წამების შესახებ.

მოსკოვში მოკლული ცნობილი ჟურნალისტი ანა პოლიტკოვსკაია მუშაობდა სტატიაზე ჩეჩნეთში წამების შესახებ.
როგორც “ნოვაია გაზეტას" მთავარი რედაქტორის მოადგილე ვიტალი იაროშევსკიმ დღეს განაცხადა, სტატია ორშაბათს (9 ოქტომბერს) უნდა გამოქვეყნებულიყო, თუმცა პოლიტკოვსკაიას ტექსტი ჯერ არ ჰქონდა ჩაბარებული რედაქციაში. როგორც იუწყებიან, გენერალურმა პროკურორმა იური ჩაიკამ პირადად იკისრა პოლიტკოვსკაიას მკვლელობის გამოძიებისთვის პასუხისმგებლობა. მკვლელობა დაგმეს მასმედიისა და ადამიანის უფლებათა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებმა, ევროკავშირმა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, აშშ "შოკირებული და დამწუხრებულია" მკვლელობით.
XS
SM
MD
LG