Accessibility links

logo-print

საქართველოს სახალხო დამცველი "დისკრიმინაციის, რასიზმისა


საქართველოს სახალხო დამცველი "დისკრიმინაციის, რასიზმისა და ქსენოფობიის" გამოვლენას უწოდებს

საქართველოს სახალხო დამცველი "დისკრიმინაციის, რასიზმისა და ქსენოფობიის" გამოვლენას უწოდებს
რუსეთის ხელისუფლების მიერ რუსეთში მცხოვრები ქართველებისადმი დამოკიდებულებას. ამ საკითხთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა მიმართვა გაუგზავნა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ომბუდსმენებსა და ევროპის ბავშვთა დამცველებს. "როცა ადამიანებს, მათ შორის სკოლის მოსწავლეებს, ცნობილ მხატვრებსა თუ მომღერლებს მხოლოდ იმისთვის იჭერენ, ჩხრეკენ, აპატიმრებენ და ავიწროვებენ, რომ ისინი ეთნიკური ქართველები არიან, ეს დისკრიმინაციის, რასიზმისა და ქსენოფობიის კლასიკური მაგალითია. რუსეთში შექმნილი ვითარება 30-40-იანი წლების ფაშისტურ გერმანიაში არსებულ ვითარებას ჰგავს", - აცხადებს სოზარ სუბარი და საერთაშორისო ორგანიზაციებისაგან რუსეთში მიმდინარე პროცესებზე რეაგირებას ითხოვს.
XS
SM
MD
LG