Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამზან კადიროვის განცხადებით, მას არაფერი


რამზან კადიროვის განცხადებით, მას არაფერი აქვს საერთო ჟურნალისტ ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობასთან.

რამზან კადიროვის განცხადებით, მას არაფერი აქვს საერთო ჟურნალისტ ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობასთან.
როგორც ჩეჩნეთის პრომოსკოვური მთავრობის პრემიერ-მინისტრა აღნიშნა, მას არანაირი მიზეზი არ ჰქონია პოლიტკოვსკაიასთან "ანგარიშის გასასწორებლად". [კადიროვის ხმა] “ანა პოლიტკოვსკაიას რაც შეეხება, ის, შეიძლება ითქვას, მეხმარებოდა, ხელს სულაც არ მიშლიდა. და თუ ცუდად წერდა მამაჩემზე, შემეძლო მისთვის სასამართლოში მეჩივლა და არა საქმის გარჩევა დამეწყო. მითუმეტეს, საქმის გარჩევა ქალთან. ის ხომ ქალი იყო! ვფიქრობ, იმ ხალხის ერთ-ერთი მიზანი, ვინც პოლიტკოვსკაიას მოკვლის დაკვეთა გასცა, ისევ კადიროვის რეპუტაციის შელახვა იყო. მე ქალებს არ ვკლავ, არც არასდროს მომიკლავს”. ცნობილია, რომ პოლიტკოვსკაია ბევრს წერდა ჩეჩნეთზე. თუმცა, როგორც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გერმანიის გაზეთ "ზიუდდოიჩე ცაიტუნგთან" ინტერვიუში განაცხადა, პოლიტკოვსკაიას სტატიებს ზიანი არ მიუყენებია კადიროვის “პოლიტიკური კარიერისათვის”.
XS
SM
MD
LG