Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, თბილისის


რუსეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, თბილისის სამხედრო გარნიზონში მყოფ რუს ჯარისკაცებს ვადაზე ადრე გაიყვანენ საქართველოდან.

რუსეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, თბილისის სამხედრო გარნიზონში მყოფ რუს ჯარისკაცებს ვადაზე ადრე გაიყვანენ საქართველოდან.
თავდაცვის მინისტრ სერგეი ივანოვის განმარტებით, 390 ჯარისკაცი და 480 სამოქალაქო პირი 2006 წლის ბოლომდე გაემგზავრებიან თბილისიდან, როგორც ივანოვმა თქვა საქართველოს მთავრობის "ბრძნული პოლიტიკის" გამო. იქვე ივანოვმა გაიმეორა დაპირება, რომ რუსეთი გეგმისამებრ, 2008 წლის ბოლომდე დაასრულებს ბათუმის და ახალქალაქის ბაზების გაყვანის პროცესს. ივანოვის დღევანდელ განცხადებაზე გამოხმაურებისას, თავდაცვის მინიტრის მოადგილე მამუკა კუდავამ აღნიშნა, რომ თავდაცვის სამინისტროს რუსეთის თავდაცვის სამინისტროსაგან ჯერ არ მიუღია განცხადება თბილისის სამხედრო გარნიზონის 31 დეკემბრამდე გაყვანის თაობაზე, თუმცა, კუდავას თქმით, მისასალმებელია, თუ რუსეთის მხარე გარნიზონის ვადამდე გაყვანას აპირებს.
XS
SM
MD
LG