Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟურნალისტებისა და უფლებადამცველების უარყოფითი რეაქცია


ჟურნალისტებისა და უფლებადამცველების უარყოფითი რეაქცია მოჰყვა რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობასთან დაკავშირებით.

ჟურნალისტებისა და უფლებადამცველების უარყოფითი რეაქცია მოჰყვა რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობასთან დაკავშირებით.
პრეზიდენტმა პუტინმა გერმანიის ქალაქ დრეზდენში ვიზიტისას ეს მკვლელობა მოიხსენია საშინელ და სასტიკ დანაშაულად, აღნიშნა, რომ აუცილებელია მკვლელების დასჯა. მაგრამ, პუტინისვე თქმით, პოლიტკოვსკაიას "უნარი, გავლენა მოეხდინა პოლიტიკურ ცხოვრებაზე რუსეთში, უკიდურესად უმნიშვნელო იყო". ნიუ-იორკში დაფუძნებულ ორგნიზაცია "ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის" შეფასებით, პუტინის კომენტარი არის “საეჭვო თავდასხმა”, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს “მის დამოკიდებულებას სამართლისადმი”.
XS
SM
MD
LG