Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეის მიერ


საფრანგეთის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეის მიერ ჩატარებულმა - ფხენიანისვე ინფორმაციით - ბირთვული იარაღის გამოცდამ,

საფრანგეთის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეის მიერ ჩატარებულმა - ფხენიანისვე ინფორმაციით - ბირთვული იარაღის გამოცდამ,
გამოიწვია იმდენად მცირე მასშტაბის აფეთქება, რომ, თუ საქმე მართლაც ატომურ ბომბს ეხებოდა, მაშინ გამოცდა წარუმატებლად უნდა ჩაითვალოს. როგორც საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა მარი ალიო-მარიმ დღევანდელ ინტერვიუში აღნიშნა, აფეთქების კონკრეტული მიზეზი ჯერაც უცნობია, მაგრამ ფრანგმა, ამერიკელმა და სხვა მეცნიერებმა როგორც დაადგინეს, აფეთქება მცირე მასშტაბის იყო. იაპონიაში აშშ-ის ელჩის, ტომას შიფერის თქმით კი, მსოფლიომ შესაძლოა ვერასოდეს შეიტყოს, მართლაც ჩაატარა თუ არა ჩრდილოეთმა კორეამ ბირთვული გამოცდა ორშაბათს. ამასობაში, სამხრეთ კორეაში მოწმდება ომისთვის მზადყოფნის საკითხი, ჩრდილოეთ კორეის მიერ ბირთვულ გამოცდაზე გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.
XS
SM
MD
LG