Accessibility links

logo-print

აშშ-ის პრეზიდენტმა ჩრდილოეთ კორეა გააფრთხილა


აშშ-ის პრეზიდენტმა ჩრდილოეთ კორეა გააფრთხილა, რომ მის განცხადებას ბირთვული იარაღის გამოცდის შესახებ "სერიოზული შედეგები" მოჰყვება.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჩრდილოეთ კორეა გააფრთხილა, რომ მის განცხადებას ბირთვული იარაღის გამოცდის შესახებ "სერიოზული შედეგები" მოჰყვება.
როგორც პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ვაშინგტონში გამოსვლისას აღნიშნა: [ჯორჯ ბუშის ხმა] “თვით ეს განცხადებაც საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და სტაბილურობას მსოფლიოში. ჩრდილოკორეის მოქმედების საპასუხოდ ვმუშაობთ რეგიონში ჩვენს პარტნიორებთან და გაეროს უშიშროების საბჭოსთან ერთად იმის უზრუნველსაყოფად, რომ ფხენიანის რეჟიმის წინააღმდეგ სერიოზული ზომები იქნეს მიღებული,” - აღნიშნა ბუშმა, თუმცა იქვე დასძინა, რომ აშშ არ აპირებს ფხენიანზე თავდასხმას და ემხრობა დიპლომატიის გზას. დღესვე გაეროს გენერალურმა მდივანმა, კოფი ანანმა მოუწოდა ფხენიანს, აღარ გაამწვავოს ვითარება, რომელიც უკვე ისედაც "უკიდურესად რთულია". მაგრამ ჩრდილოეთ კორეის საგარეო უწყების განცხადება შეიცავს გაფრთხილებას, რომ თუ საქმე ფხენიანის წინაღამდეგ სანქციებზე მიდგა, ამ ნაბიჯს ის ომის გამოცხადებად ჩათვლის. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ფხენიანი მზად არის "დიალოგისთვისაც და კონფრონტაციისთვისაც".
XS
SM
MD
LG