Accessibility links

logo-print

თურქმა მწერალმა, ორჰან პამუკმა, ყველაზე


თურქმა მწერალმა, ორჰან პამუკმა, ყველაზე პრესტიჟული

თურქმა მწერალმა, ორჰან პამუკმა, ყველაზე პრესტიჟული
სალიტერატურო ჯილდო - ნობელის პრემია მიიღო. ეს გადაწყვეტილება შვედეთში განთავსებული აკადემიის მუდმივმა მდივანმა, ჰორაცე ენგდალმა, ასე გამოაცხადა:
[ენგდალის ხმა]: ”ლიტერატურის დარგში 2006 წლის ნობელის პრემია თურქ მწერალს, ორჰან პამუკს მიენიჭა, რომელმაც მისი მშობლიური ქალაქის მელანქოლიური სულის ძიებისას კულტურათა შეჯახებისა და შერწყმის ახალი სიმბოლოები აღმოაჩინა”. მიმდინარე წლის დასაწყისში, თურქეთის ერთ-ერთი სასამართლო პამუკის საქმეს იხილავდა. მწერალს ”თურქულობის შეურაცხყოფაში” ედებოდა ბრალი პირველი მსოფლიო ომის დროს სომეხთა წინააღმდეგ განხორციელებული გენოციდზე განცხადებების გამო. სასამართლომ მწერალი გაამართლა. პამუკი ინტერვიუებში აღნიშნავდა, რომ თურქეთს არ სურს სომეხთა გაჟლეტის ფაქტისთვის თვალის გასწორება. პამუკი სტამბოლში, მდიდარ ოჯახში დაიბადა. მწერლის შვიდივე გამოქვეყნებული რომანი თურქეთის დასავლური და აღმოსავლური კულტურების გასაყარზე მდებარეობას ასახავს. 1998 წელს გამოქვეყნებული რომანი - ”მე მქვია წითელი” – რომელიც ოსმალეთის იმპერიის პერიოდში მცხოვრებ ოსმალო და სპარსელ მხატვრებს ეხება, საფრანგეთში, იტალიასა და ირლანდიაში სალიტერატურო პრემიებით დაჯილდოვდა. პრესტიჟისა და აღიარების პარალელურად, ნობელის პრემიას მილიონ სამას სამოცდაათი ათასი ამერიკული დოლარი მოაქვს.
XS
SM
MD
LG